შევუდექი პროექტის დაგეგმვას და ვხედავ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მიზნებისა და შედეგების რუბრიკას. გადავხედეთ ბლუმის ახალ ტაქსონომიას, გავითვალისწინეთ საკვანძო სიტყვები, სწორედ მაღალი სააზროვნო უნარების გათვალისწინებაა საჭირო პროექტის განხორციელებისას, შერჩეული უნდა იყოს ისეთი აქტივობები რომელიც მოსწავლეს განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარებს. პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტების შესახებ ჩვენი მოსაზრებები, დავეხმარეთ ერთმანეთს საკვანძო კითხვების შემუშავებაში, დავხაზეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა და ჩამოვყალიბდით იმ აქტივობებში, რომელიც შეიძლება მოსწავლეებს მიეცეს პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და პროექტზე მუშაობის დამთავრებისას. დავიწყე პროექტის მიმდევრობის გაწერა სლაიდებზე. გავაკეთეთ უკუკავშირი, რომელიც ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანია, გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას, ვისწავლე ინტერნეტიდან ვიდეოს ლინკის გადმოწერა, ვხედავ რომ ინფორმაციის მოპოვება პროექტისთვის უნდა მოხდეს გააზრებულად და თემის ადექვატურად.